დიდუბის რაიონში შვიდ მისამართზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ შვიდ მისამართზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა.

სამუშაოები განხორციელდა, როგორც შიდა კვარტალურ გზებზე ასევე, თბილისური ტიპის ეზოების მიმდებარედ.

წერეთლის გამზირის N55-სა და N66-ში, აგლაძის ქუჩის N34-ში, ფოთის ქუჩის N6-ში, ასევე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-5, მე-9 და მე-15 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ, 8 553 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოწესრიგდა ტროტუარი და ბორდიური.

აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 499 407 ლარი გამოიყო.

მსგავსი თემები