„ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს” – რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს. შვიტკინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებას არ აწარმოებს.

„მოდით, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს არ ვაწარმოებთ. როგორც ვიცი, ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები მოიპოვება საქართველოს ტერიტორიაზე, აშშ-ის ლაბორატორიებსა და თავად აშშ-ში“, – განუცხადა შვიტკინმა „რია ნოვოსტის“.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მისივე თქმით, ქვეყნის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა.

მსგავსი თემები