საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 185 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215.

მსგავსი თემები