ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ტესტი 190 ადამიანს ჩაუტარდა. ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 384 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები