შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს

შატილში ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.

განყოფილებაში იმყოფება პირი, რომელიც კომპანიის მძღოლს გზას ასწავლიდა.

რამაზ სეფისკვერაძის განცხადებით, გარდაცვლილმა მძღოლმა შატილში მიმავალი გზა არ იცოდა და იგი მიკროავტობუსს წინ უძღვებოდა.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

მსგავსი თემები