კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, ორი კი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს კორონავირუსისგან არც ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულა.

„გუშინდელი მონაცემებით, ქევყანაში გახლდათ 1 429 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ შვიდი და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1436. ამ შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობოლის მძღოლია.

გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებია, იყო 1 150 და იგივე მონაცემები რჩება. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია, 80 პროცენტი გახლავთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები