ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაცვლილია მამაკაცი

ცენტრალური ავტომაგისტრალზე, სოფელ ნიგოზასთან ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, მამაკაცი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები