პანკისში შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს ცხრა და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პანკისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილსა 11 წლით, ხოლო რუსლან ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ გამოძიება უხარისხოდ და არაკვალიფიციურად ჩატარდა და აღნიშნა, რომ არასაკმარისია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ადვოკატმა ბრალდების ვერსიას უსაფუძვლო უწოდა.

ამასთან დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მსგავსი თემები