“გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს” – დავით ზალკანიანი

„გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა.

„გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ვუსურვებ გამძლეობას ამ უმძიმეს დღეებში. მოუთმენლად ველით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების გამოჯანმრთელებას“, – წერს დავით ზალკალიანი.

მსგავსი თემები