ბათუმში ზარალს ითვლიან

“სტიქიის შედეგად წყალი შევიდა 30-მდე საცხოვრებელ სახლში, 11 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესი, ოთხი ოჯახი კი, გადაყვანილია ალტერნატიულ საცხოვრებელში” – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

„მერია შეისწავლის ყველა დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას და გაუწევს შესაბამის დახმარებას. ამ დროისთვის, ქალაქში მიმდინარეობს მორეცხვითი სამუშაოები, ქალაქში მოძრაობა გუშინ საღამოდან ყველა მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება, მერიის სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ასევე, ორ ლოკაციაზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ერთ შემთხვევაში ჩამოინგრა სახურავი, მეორეგან კი, შენობის კონსტრუქცია. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები