“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა გადადო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით დღეს დაგეგმილი კანიდდატების წარდგენა შატილის ტრაგედიის გამო გადაიდო:

„შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს,  შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური – ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია.

 ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს,“ – აღნიშნულია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები