თბილისში ოთხი სკვერი ეწყობა

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, სამგორის რაიონში ოთხი ახალი სკვერის ეწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის N181-ის მიმდებარედ, სადაც სკამები და ფანჩატური დაიდგმება. გარდაბნის გზატკეცილსა და მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ, სადაც ამ ეტაპზე განათების მოძები მონტაჟდება. უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა კუპრაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 12 სკვერის მოწყობა დაასრულა, სამ სკვერში კი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე და დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა დღეს დაათვალიერა.

 

 

მსგავსი თემები