საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში არ უნდა არსებობდეს – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას შეეხება, უპასუხისმგებლო, ერის ღალატის ტოლფასი გადაწყვეტილება, რომელიც არანაირ საფუძველს არ ეყრდნობა.

​მისი აზრით, ასეთი ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში არ უნდა არსებობდეს.

როგორც მირიან წიკლაურმა მედიაცენტრ “მთავარშიდამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მისთვის მიუღებელია, რომ ოთხ ადამიანს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების გაუქმება, მათ შორის, 3 მილიონი ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგის ბათილად ცნობაც კი.

“საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ელემენტარული გაუნათლებლობა გამოამჟღავნეს. კონსტიტუციის 16-ე მუხლი არის სრულიად უწყინარი მუხლი, სადაც წერია, რომ ყველას აქვს თავისი პიროვნების განვითარების უფლება. ვერაფრით ვუკავშირებ ადამიანის პიროვნების განვითარებას ნარკოტიკის მოხმარებას. სამწუხაროდ ახალი კანონმდებლობით გასაჩივრების უფლება არ გვაქვს. ამიტომ სხვა გზას უნდა მივმართოთ, შესაძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, თუ ამის სურვილი იქნება. ამ ლოგიკით, შეიძლება კონსტიტუციის ყველა მუხლი ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ გამოიყენონ”, – აცხადებს დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი აღარ გავრცელდება.   სასამართლოს ამ მოთხოვნით  „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ და „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მიმართა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება  ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალურია.

მსგავსი თემები