დაგროვებული პენსიით 423-მა ადამიანმა ისარგებლა

20 აგვისტოს მონაცემებით, დაგროვებული პენსიით 423-მა ადამიანმა ისარგებლა – ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 201-მა მონაწილემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით 177-მა ადამიანმა, მემკვიდრის უფლებით 44-მა მოქალაქემ, ხოლო საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა პირმა ისარგებლა.

სააგენტოს ცნობითვე, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის განმავლობაში საშუალოდ 9000-ზე მეტია. ამ დროისთვის, სააგენტოში მილიონზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. მთლიანი თანხა კი 926 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან, 74 მილიონ ლარამდე საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებელია.

მსგავსი თემები