„თავისუფალ დემოკრატებში“ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – თეა წულუკიანი

მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან მათთან აფილირებული პირები,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანი გამოეხმაურა შალვა შავგულიძის, ნინო გოგუაძისა და სანდრო ბარამიძის მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებასა და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, თავადაც და გუნდიც მობილიზებულია იმ ერთადერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გამარჯვებისთვის, რომელიც „ქართული ოცნებაა“.

„თავისუფალი დემოკრატები“ არის ჩემი ყოფილი პარტია, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრიც ოდესმე ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ არ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი ყოფილი პარტიაა და იქ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან მათთან აფილირებული პირები. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენი განსახილველი არ არის, რადგან მეც და მთლიანდ ჩვენი გუნდიც მობილიზებული ვართ სწორედ იმ ერთადერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გამარჯვებისთვის, რომელიც არის დღევანდელ პეიზაჟზე – „ქართული ოცნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები