ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს „რაშა თუდეის“ ჟურნალისტები ცვლიან

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცული თანამშრომლის  ბელარუსულ ვებ პორტალ „tut.by“-თან გაკეთებულ ინტერვიუში ირკვევა, რომ სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს „რაშა თუდეის“ ჟურნალისტები ცვლიან

მისი თქმით, მას და ბელარუსის სახელმწიფო ტელერადიოკომანიის იმ თანამშორმლებს, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ, ტელევიზიის შენობაში არ უშვებენ. მათ ნაცვლად სტუდიაში რუსი სპეციალისტები მუშაობენ.

 „ისინი რუსული ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან“, – წერს „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის ბიურო.

მსგავსი თემები