სამტრედიაში “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს

სამტრედიაში “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს, ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.

მამუკა ბიბილეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ჩხრეკა დილით ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათი წევრი წაიყვანეს. ბიბილეიშვილის თქმით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.

მამუკა ბიბილეიშვილი ასევე აცხადებს, რომ დილით სახლიდან წაყვანილი მათი კოორდინატორი პოლიციაში ამ დრომდე არ მოუყვანიათ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობენ.

მსგავსი თემები