“ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ამჟამად 10 ადამიანის ინფიცირების წყაროა უცნობი”,-განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან ერთი არის „ლენჯერის კლასტერი“, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა, 3-ის წყარო უცნობია და წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევა გრძელდება.

მსგავსი თემები