„შეფასებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, არის ის რეალობა რასაც ვუყურებთ“ – გია ვოლსკი Fitch-ის რეიტინგთან დაკავშირებით

„ამ საგანგებო მდგომარეობაში როდესაც Fitch-ი გაფასებს ესოდენ მაღალი რეიტინგით, ეს უნდა იყოს ყველასთვის სასიხარულო ამბავი“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საზოგადოებამაც დაინახა, რომ ეს შეფასებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, ჰაერიდან კი არ არის მოტანილი, ან ვინმეს პროპაგანდა კი არ არის, ეს არის ის რეალობა, რასაც ვუყურებთ. მსოფლიოში არის უმძიმესი მდგომარეობა და ამ რეალობაში საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს. ეს შეფასებაც ერთერთი გამოხატულებაა ამისა“,-განაცადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები