„გამოვრიცხეთ შაქარაშვილის თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ამ დაზიანებების შესაძლებლობა“ – ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„წელის არეში ერთ-ერთი ადგილი მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთის არსებობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

სამედიცინო ექსპერტის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა ბლაგვი საგნის ტრავმა, ძირითადად სისხლნაჟღენთების სახით.

„წელის არეში ერთ-ერთი ადგილი მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთის არსებობას. სისხლაჟღენთი განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. მისი ფორმის და რელიეფის გათვალისწინებით, ჩვენ დავდეთ დასკვნა, რომ მაღალი ალბათობით, სავსებით დასაშვებია, ეს დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედების შედეგად.  ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხეთ შაქარაშვილის თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ამ დაზიანებების შესაძლებლობას.

საერთოდ გონების დაკარგავს ადგილი ჰონდა თუ არა გარდაცვლილთან დაკავშირებით ამ საკითხებზე მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება.

პასუხი იქნება გაცემული მეორე ექსპერტიზის ქვემდებარე კითხვებთან დაკავშირებული საკითხებზე, მოწვეული გვყავს სპეციალისტები და ერთობლივი მსჯელობის ფორმატში განვიხილავთ“,- განაცხადა გეჯაძემ.

როგორც სამედიცინო ექსპერტი განმარტავს, გამოკვლევით, გიორგი შაქარაშვილს მუცლის ღრუს ორგანოს დაზიანებული არ ჰქონია, თუმცა იყო სისხლჩაქცევები.

„ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევას, ანუ ჰემატომას და ასეთივე ხასიათის სისხლჩაქცევა იყო მცირე მენჯთან. ერთიც და მეორეც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ვიმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი გამოიწვევენ ჯანმრთელობის მოშლის ხანგრძლივობას არაუმეტეს 21 დღისა. თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ სისხლჩაქცევების გაწოვას დასჭირდებოდა არაუმეტეს 21 დღე და ბუნებრივია, მას მკურნალობა, გამწოვი თერაპია, წოლითი რეჟიმი და ასე შემდეგ დასჭირდებოდა. მსუბუქი დაზიანება არ ნიშნავს იმას, რომ მას ჯანმთელობის მდგომარეობა შერყეული არ ჰქონია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სტანდარტების გათვალისწინებით, ეს ნიშნავს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შეეძლო ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოეწვია. -აცხადებს გეჯაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები