„შაქარაშვილი იმ დაზიანებებით 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა“  ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„შინაგანი გამოკვლევით არანაირი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ჰქონია,შესაბამისად ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში გემატომებს, ასეთივე ჩაქცევები იყო მენჯის მიდამოებში, ესენი მიეკუთვნება მსუბუქი ხასიათის დაზიანებებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, მისივე ინფორმაციით არ იყო დაზიანებული შინაგანი ორგანოები:

„სხეულზე შაქარაშვილს აღენიშნებოდა ბლაგვი ხასიათის ტრამვა, ერთ – ერთი ტრამვა მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისხმაჟღენთზე, რაც განვითარებულია ბლაგვი სახის მიყენებით, რაც ვივარაუდეთ, რომ ხელკეტის დარტყმით იყო მიყენებული.

შინაგანი გამოკვლევით არანაირი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ჰქონია, შესაბამისად ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში გემატომებს, ასეთივე ჩაქცევები იყო მენჯის მიდამოებში, ესენი მიეკუთვნება მსუბუქი ხასიათის დაზიანებებს, რადგან ისინი იწვევენ ჯანმრთელობის დაზიანებას არაუმეტეს 21 დღისა.

თუ გადარჩებოდა შაქარაშვილი მას დასჭირდებოდა ამ დაზიანებებით 21 დღიანი მკურნალობა, ეს ყველაფერი მოიცავს მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, რასაც შეეძლო გამოეწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები