განზრახ მკვლელობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაგზლის მოედანზე გუშინ ღამით მოკლული მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარზე დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მსგავსი თემები