ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ცხრა კონტაქტს, ორი იმპორტირებულია, ორზე კი, კვლევა მიმდინარეობს

  •  

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი იმპორტირებული, ორზე კი, კვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ.
„ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ს შეადგენს. აქედან ორი ლენჯერის კლასტერია, ცხრა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი იმპორტირებული, ორ ინფიცირებულზე კი, ეპიდკვლევა მიმდინარეობს“, – აცხადებენ ინფექციურში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 336 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, კვლავ 1088 შეადგენს.

მსგავსი თემები