„თვითმკვლელობის ვერსიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს – შეცვალონ მკვლელობით“ – მიხეილ რამიშვილი

„შეიცვალოს თვითმკვლელობა მკვლელობით,“ – ამ მოთხოვნით თამარ ბაჩიალაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით არის საკითხები, რომლის გაჟღერებაც ამ ეტაპზე არ შეიძლება. მისი განცხადებითვე თვითმკვლელობის ვერსია აბსურდულია:

„მისი საქმიანობიდან გამომდინარე გარკვეულმა ჯგუფმა ისარგებლა, რომ განევითარებინა თვითმკვლელობის ვერსია, მე მესმის საზოგადოების ინტერესი, მაგრამ თავს ვიკავებ იმ ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ თვითმკვლელობა აბსურდული ვერსიაა, ამიტომ მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას შეცვალოს იმ ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჰქვია თვითმკვლელობა, ამას აზრი აღარ აქვს და და გადაკვალიფიცირდეს მვკლელობით. მთელი ძალები კეთილი ინებონ, გამოიყენენ და წავიდნენ მკვლელობის ვერსიიკსკენ.“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მსგავსი თემები