ბათუმში კარანტინში მყოფი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია

  •  

ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. 

“მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში.

14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.” – ნათქვამია განცხადებაში. 

 ექიმების ინფორმაციით, ის კონტაქტური არ არის. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილების ბოქსირებულ ნაწილში გადის.

27 წლის ბიჭმა, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გუშინ შემოვიდა, არსებული ინფორმაციით, სავალდებულო საკარანტინო პერიოდის მოხდა გააპროტესტა და შენობის მეოთხე სართულიდან აღნიშნული მიზეზის გამო გადახტა.

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო შენობაში მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

მსგავსი თემები

6 Thoughts to “ბათუმში კარანტინში მყოფი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია”

  1. Like!! Great article post.Really thank you! Really Cool.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.

  4. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.

  5. кофе брейк недорого