ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, ჯაფარიძე კი ყველზე არაპოპულარული

“ხელისუფლება ორპოლუსიანობის სცენარით ცდილობს წინ წამოწიოს ის პოლიტიკოსი, რომელსაც არანაირი რეიტინგი არ აქვს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „მოქალაქეების“ დიდუბე – ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძეს მიაჩნია, რომ მას მოგების დიდი შანსი აქვს და გაერთიანებული ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატს ურეიტინგო პოლიტიკოსად მოიხსენიებს:

„ზურაბ ჯაფარიძე არის ყევლაზე არაპოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში ყველა კვლევით. მე ათი დღეა ვაწარმოებ კამპანიას და არც ერთხელ გია ვოლსკის ჩემთვის არ უპასუხია, ის პასუხობს ზურაბ ჯაფარიძეს, ეს ხდება პატარა მოედანზე, ვოლსკი ეცდება არ უპასუხოს ანა დოლიძეს, ვისაც აქვს რეალური შანსი, რომ დაამარცხოს ის და უნდათ, ორპოლუსიანობის სცენარით წამოწიონ წინ ის პოლიტიკოსი, რომელსაც არანაირი რეიტინგი არ აქვს, – ასეთია ზურაბ ჯაფარიძე.

ვოლსკის არაფერი აქვს საჩვენებელი, მით უმეტეს ამ რაიონში. დარჩენია აიღოს ყევლაზე სუსტი კონკურენტი მას ურტყას და იქნებ ხალხს ანა დაავიწყდეს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი თემები