“მეწარმეთა კანონის რეფორმას ბიზნესმენები მრავალი წელი ელოდნენ ” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მეწარმეთა კანონის რეფორმას არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელი ელოდნენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიც არის გადმოტანილი.

“ამ კანონით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება, ჩავანაცვლებთ 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს, რომელიც მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას.

ეს არის მასშტაბური რეფორმა. ეს არის ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. პროექტში ევროპული, ევროკავშირის დირექტივებიც არის გადმოტანილი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები