„გორგია“ ექსპლუატატორია ის თანამშრომლების ექსპლუატაციას ეწევა” – მიმართვა შრომის ინსპექციას

„ბექა ფერაძემ, რომელიც შრომის ისნპექციას ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყოს ამ საქმის მოკვლევა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ „გორგიას“ მიერ დაზარალებული დასაქმებულების ადვოკატმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.

ადვოკატი „გორგიას“ ექსპლუატატორ კომპანიად იხსენიებს და აცხადებს, რომ შრომით ხელშეკრულების მუხლები, რომელიც „გორგიას“ მიერაა შედგენილი ადამიანების ფუნდამენტალურ უფლებებს არღვევს:

„გორგია“ არის ექსპლუატატორი, ის ეწევა თანამშრომლების ექსპლუატაციას, დღემდე და თუ შრომის ინსპექცია არ მიხედავს ამას სავალალო შედეგებამდე მივალთ. მათ დროულად უნდა მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ზარალი სავალალო იქნება. თითოეული დაზარალებულის მიმართ დავალიანება არის 8 – 12 000 ლარამდე.

შრომით ხელშეკრულებაში არის კაბალური მუხლები, არისის არაპროფესიონალების მიერ მომზადებული, სადაც ცალსახად არის დარღვეული ადამიანის უფლებები, ყველა ადამიანს აქვს საქართველოში უზენაეს სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში წასვლის უფლება, შედგენილი მუხლების მიხედვით კი დავა წყდება, პირველ ინსტანციაში.

თავად გათავისუფლებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო შეტყობინება სამსახურიდან გაშვების შესახებ:

„დავრეკე და მითხრეს, რომ ვარ გათავისუფლებული,, მიზეზი იყო, რომ არის ფორსმაჟორი, თუმცა ცემს პოზიციაზე სხვა აიყვანეს. მოლაპარაკებაზე ამოვიდნენ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მივმართეთ, ყველაზე მთავარი, რაცაა არ დავეთანხმებით ესაა მხოლოდ აღდგენა, ჩვენ პანდემიის პირობებში ვიმუშავეთ და ვითხოვთ კუთვნილ ანაზღაურებას,“ – განაცხადა „გორგიადან“ დათხოვილმა ინგა ჭაჭუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები