„გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია“ – მასშტაბური აქცია პარლამენტთან იგეგმება  

მოძრაობა “ შემახე ამნისტია “ 22 აგვისტოს,18:00-ზე პარლამენტთან მართავს მასშტაბურ აქციას, სადაც საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. 

„ამნისტია არის სრულიად ჰუმანური აქტი ,რომელიც უნდა ხორციელდებოდეს პერიოდულად! 8 წელი მიიწურა ,რაც საქართველოში მსგავსი აქტი არ გამოცემულა!  8 წელი ძალიან დიდი დროა❗ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან,რომ არჩევნებამდე ეს ყველაფერი ძალაში შევიდეს! გავაგონოთ მათ პატიმრების ხმა ! დიდი ძალა ვართ ერთად! სტატისტიკურად კრიმინალის გაზრდა არ უკავშირდება წარსულში ნასამართლევ პირებს. 

სალომე ზურაბიშვილმა სულ ჯამში რამდენიმე პატიმარი შეიწყალა და საკმაოდ დიდ დანაშაულზე. ამ დროს სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რით უნდა დაუკომპენსირონ სხვა პატიმრებს უსამართლობის ეს გრძნობა საყოველთაო ამნისტიის გარდა? საქართველოში არის საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი , პატიმრის რჩენა არის უდიდეს ხარჯებთან დაკავშირებული! ეს ხელისუფლება კი პატიმრებით მოვიდა და ეს არ უნდა დაივიწყონ. 2013 წლის ამნისტია დიდ პლუსად ჩათვალა ევროპის სასამართლომ!“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.  

მსგავსი თემები