„გორგიადან“ გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ – განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„ადამიანები 3 – 4 თვე დატოვეს უმუშევრად და ანაზღაურების გარეშე . ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა შრომის ინსპექციამ აიყვანოს ეს საქმე პირად კონტროლზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „გორგიას“ მიერ დაზარალებული დასაქმებულების ადვოკატმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.

„გორგიას“ მიერ დაზარალებულები სამართლებრივ დავას იწყებენ, თუმცა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება საქმე მათი მხრიდან იურიდიულ ინტერესს დაკარგავს:

„საქართველოში პანდემია არაა შეფასებული ფორსმაჟორად, ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი დავა,  როდესაც ნახეს, რომ სასამართლოში ვიყავით შედგა კომუნიკაცია, მაგრამ უშედეგოდ. გაცდენილი პერიოდი უნდა ანაზღაურებოდათ, კომპენსაცია მიეცათ ამ ხალხისთვის და სამსახურში აღედგინათ. ადამიანი სამი ოთხი თვე დატოვეს უმუშევრად.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა შრომის ინსპექციამ აიყვანოს კონტროლზე ეს საკითხი და დაიწყოს მოკვლევა, ამ საქმესთან დაკავშირებით სექტემბერში ჩანიშნულია პროცესები და სასურველი იქნება თუ დაესწრებიან შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები, რადგან ვფიქრობ რომ ის ბევრი დარღვევები, რაც არსებობს კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი და შეიძლება უარესი შედეგები მივიღოთ შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.

 ვფიქრობ რომ სასურველი იქნება დროულად მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ეს პროცესები თვეები გაგრძელდება, აღადგინონ თანამშრომლები და გასცენ კომპენსაცია, იურიდიული ინტერესი, როდესაც დაეკარგება ჩემს მარწმუნებელს დავის გაგრძელებასაც აზრი არ ექნება, მაგრამ ნაცვლად ამის მათ შესაგებელი სარჩელი შეიტანეს.“ – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები