ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ცხრავე პაციენტი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა.
პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
“9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები “- განაცხადა ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.