„600 ტესტიდან მხოლოდ ერთია დადებითი“ – ამირან გამყრელიძე

“კორონავირუსის” კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამომვლინდა საქართველოში. ამირან გამყრელიძის თქმით ეს შემთხვევა  ლენჯერს უკავშირდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში სვანეთში აღებული ნიმუშიდან 600 უკვე გამოიკვლიეს და აქედან მხოლოდ ერთია დადებითი.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია.

დაახლოებით ერთ საათში ალბათ გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება. შემდგომ უკვე დღევანდელი 800 ტესტის პასუხები. უკვე დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ გვექნება კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები