„არ გვაქვს საფუძველი, რომ ვიმსჯელოთ სწავლის გადავადებაზე“ – ეკატერინე ტიკარაძე

„სასწავლო პროცესის გადადების ვერსიას დღეს არ განვიხილავთ, ვინაიდან დღეს ადრეა საუბარი თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება სექტემბერში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა.

მისივე თქმით,  მოქალაქეების დამყოლობა კვლავ გაიზრდება და მათი სოციალური პასუხისმგებლობა ამაღლდება, რის შედეგადაც მოხერხდება სვანეთში ლოკალიზებული ვირუსის ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა.

„სასწავლო პროცესის გადადების ვერსიას დღეს არ განვიხილავთ, ვინაიდან დღეს ადრეა საუბარი თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება სექტემბერში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ მოქალაქეების დამყოლობა კვლავ გაიზრდება და მათი სოციალური პასუხისმგებლობა ამაღლდება, რის შედეგადაც მოვახერხებთ სვანეთში ლოკალიზებული ვირუსის ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას, შესაბამისად არ გვექნება მომატებული ინფექცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ვიმსჯელოთ სწავლის გადავადებაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები