„დღეს იქნება ცნობილი 985 სინჯის პასუხი“ – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4000-მდე ტესტის ჩატარებაა დაგეგმილი.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუნიციპალიტეტის 16 წერტილში მუშაობენ.

„დილიდან ეპიდემიოლოგებისა და ნიმუშის ამღები 16 ჯგუფი მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის 16 წერტილში. აქედან, ორი ჯგუფი წასულია უშგულში. ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს დაბა მესტიაში და კიდევ რამდენიმე სოფელში. რამდენიმე ადამიანი იყო დარჩენილი ლენჯერში და იქაც იღებენ სინჯებს, რათა ლენჯერი მთლიანად ამოვწუროთ, რადგან ეს გახლავთ ინფექციის ძირითადი კერა. იქ გვაქვს 30 დადასტურებული შემთხვევა. ავადმყოფები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და მიმდინარეობს კონტაქტების ინტენსიური გამოკვლევა. დავიწყეთ ლენჯერსა და სხვა სოფლებში აქტიური თერმოსკრინინგი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს ასევე ცნობილი გახდება  გუშინ აღებული 985 სინჯის პასუხი.

„გუშინ 985 სინჯი იყო აღებული და 1-2 საათში იქნება მისი პასუხი და გვეცოდინება დაახლოებითი ეპიდსიტუაცია, რადგან ამ სინჯებიდან ცოტაა ლენჯერი, ძირითადად მესტია და მიმდებარე სოფლებია. ეს მოგვცემს წარმოდგენას, თუ როგორია ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “„დღეს იქნება ცნობილი 985 სინჯის პასუხი“ – ამირან გამყრელიძე”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. These are actually great ideas in concerning blogging.

  3. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  4. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.