“ერთი პაციენტის წყარო გაჩიანია, 12-ის წყარო ლენჯერი და ერთი იმპორტირებული შემთხვევაა” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან 12 სვანეთიდანაა, ერთის წყარო გაჩიანია, ხოლო კიდევ ერთი იმპორტირებული შემთხვევაა. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დღეის მონაცემებით, კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს. 

“დღეს ქვეყანაში არის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გახლდათ 1264 და დღეს არის 1278. 14 ახალი დადასტურებულების განაწილება ასეთი გახლავთ – ერთი პაციენტის წყარო გაჩიანი გახლავთ, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და ერთი პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა, იმპორტირებული. გამოჯანმრთელებულიდან მხოლოდ 4 დაგვემატა. დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით, უკვე 203 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში, 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია, გუშინ იყო 8, დღეს 7-ია, ერთი შედარებით დასტაბილურდა. დღევანდელი მონაცემებით, მძიმეთა სიაში გვყავს 16 პაციენტი.“ – ამბობს მარინა ეზუგბაია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომლის მდგომარეობა, რომლებსაც კოვიდ ინფექცია დაუდასტურდათ, სტაბილურია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვყავს სამი პაციენტი,  მათი მდგომარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება. ყაზბეგში მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ, ამ შემთხვევების ყველა კონტაქტი მოძიებულია, საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი და აქედან გამომდინარე, ყაზბეგთან მიმართებაში სანერვიულო არაფერი არ იქნება,“ – აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

მსგავსი თემები