“ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება” – გიორგი გახარია

  •  

იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობები გავაძლიეროთ, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამ პერიოდის განმავლობაში მათი რაოდენობა 4 000-ს ასცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს.

„ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას ჩვენ საზღვრები გავუხსენით. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1 520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები