გლდანის ხევს სამი სკვერი შეემატება

  •  

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 227 092 ლარი დაიხარჯა, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა N1–N1 ა კორპუსებთანაც, სადაც 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 290 ლარი დაიხარჯა.

გლდანის ხევის N6 და N6 ა კორპუსებთან კი სკევრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა და  სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 382 555 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტისა  და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “გლდანის ხევს სამი სკვერი შეემატება”

  1. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I always spent my half an hour to read this web site’s articles or reviews daily along with a mug of coffee.

  4. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.