“როცა ჩვენი გმირების ცხედრები ჯერ კიდევ ტყეებში ესვენა, თბილისში კონცერტები იმართებოდა” – ვახტანგ გომელაური

  •  

2008 წლის ომის მერე, როცა ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორსა და ტყეებში ესვენა, თბილისში დისკოტეკები და კონცერტები იმართებოდა. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰკითხეთ, რატომ ხდებოდა ეს? – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, ოკუპაციისა და ადამიანების გატაცების გაგრძელება არის თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს აკეთებთო, ზუსტად ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და მათ რომ ჰკითხოთ, რატომ მოხდა ეს ომი, კარგი იქნება. 2008 წლის ომის მერე, როცა ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორსა და ტყეებში ესვენა, თბილისში დისკოტეკები და კონცერტები იმართებოდა. მათ ჰკითხეთ, რატომ ხდებოდა ეს, რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები

6 Thoughts to ““როცა ჩვენი გმირების ცხედრები ჯერ კიდევ ტყეებში ესვენა, თბილისში კონცერტები იმართებოდა” – ვახტანგ გომელაური”

  1. Like!! I blog quite often and I genuinely thank you for your information. The article has truly peaked my interest.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. Hi there, after reading this amazing paragraph i am as well delighted to share my knowledge here with friends.

  4. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.

  5. Watch Avengers Endgame Online Free
    123Movies Watch Avengers Endgame Online Free
    GoMovies Watch Avengers Endgame Online Free
    Watch Avengers Endgame Online Free