„ჩვენთან გატარდა 170 პაციენტი, გაეწერა 152“ – ინფექციონისტი „მედიაცანტრ მთავარში“

„სირთულეები არის რესპირატორული თვალსაწრისით, მათ აქვს ფილტვის ძლიერი დაზიანებები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მედიკოსი დროისთვის კლინიკაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს კლინიკას:

„პაციენტებს ძირითადად აქვთ სუნთქვის გაძნელება, ამ ეტაპზე მიდის გართულებების მკურნალობა, რამოდენიმე პაციენტთან ჩავატარეთ თერაპიული მკურნალობა.

გამოჯანმრთელებას ველოდებით რამოდენიმე პაციენტისას, დღეს ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ვვარაუდობთ, წინა კვირაში 20 გავწერეთ. გუშინდელი შემთხვევებიდან ერთია ჩვენთან, ესაა სატვირთოს მძღოლი.

ეს იქნება საკმაოდ რთული სამუშაო, იქნება გაზრდის მომართვიანობა კლინიკებში, რაც დავიწყეთ აპრილის თვიდან ჩვენთან გატარდა 170 პაციენტი, გაეწერა 152 პაციენტი, საკმაოდ აქტიური მუშაობა ჩატარდა კონტაქტების გამოვლენაზე სვანეთში, ეს ზრდის შანსს, რომ დადასტურებული შემთხვევების მატება გვექნება სვანეთთან მიმართებაში, თბილისშიც ბევრი ადამიანი თვითიზოლაციაში.

სავარაუდოდ აფეთქების და შემთხვევების მატება იქნება ქვეყანაში და გარდაუვალი იქნება გარკვეული ტერიტრიეების ჩაკეტვა. “ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები