სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რეგულაციები ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე, მონაცემები არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.

“ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს.

კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები