ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს სწავლობენ

როიტერის ინფორმაციით, ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს.

არუნ კუმარის, ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

„მხოლოდ საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების შემდეგ შევძლებთ, გითხრათ, რა მოხდა“ – აცხადებს კუმარი.

შეგახსენებთ, ქალაქ კოჟიკოდეში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა 7 აგვისტოს განიცადა. თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ორ ნაწილად დაიშალა. ბორტზე 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, აქდან 18 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები