„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი” – დავით ჭიჭინაძე

„გარდა იმისა, რომ სწორედ მისი მსგავსი პოპულისტური, უვიცი განცხადებები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის იდეაც მიითვისა, რადგან ამ იდეის ავტორი რეალური ადამიანები არსებობენ,“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე თვლის, რომ გიორგი ვაშაძე პოლიტიკური დილეტანტია.

„ ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს.

რადგან,  კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. და  ასე რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს.

ანუ, ბანკირებს თავისი წრე აქვთ და იმ წრეშიც კი, ორმა – სამმა თუ იცის რა სისტემას ქმნიან და როგორ „ახრჩობენ“  ხალხს.  ასეთი უცოდინარი, პოპულისტი  ადამიანები კი, ისევ ბანკების წისქვილზე ასხამენ წყალს.

მოკლედ, ის, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური  საქმიანობა და ეს კანდარღვევაა,

ის, რომ ეროვნული ბანკი, კონსტიტუციითა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში  ფასები  იყოს სტაბილური  და ამას არ ასრულებს, რომ ფულის ემისიის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს და ამას კომერციული ბანკები ახორციელებენ, რითაც ისევ კონსტიტუცია ირღვევა, აი, ამ ყველაფერზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბანკებს, ამის გამო უნდა მიეცენ პასუხისგებაში და არა პროცენტების განახევრებაზე ვისაუბროთ, მითუმეტეს, რომ პროცენტის განახევრება ხალხის გათავისუფლებას ნამდვილად არ ნიშნავს.

მე  ამას ვებრძვი რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით  2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული,  არაერთხელ წარვადგინე, ამას ყოფილი პრემიერებიც დაადასტურებენ. პუნქტობრივად,  როგორ უნდა შეიზღუდოს  ბანკების არაპროფილური საქმიანობა და თან ეს ისე  უნდა გაანალიზდეს,  რომ ჯანმრთელად განხორციელდეს და ეკონომიკისთვისაც არ იყოს  დამრტყმელი.

მევახშეებთან მიმართებაშიც დაშვებულია პრეცენდენტი.  ნინო ბურჯანაძეს როგორც წაართვეს ერთ დოლარად მიცემულ შენობა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ასევე შეგვიძლია უკან  დავაბრუნოთ მიტაცებული ასობით ბინა, მიმტაცებლები კი დავაჯარიმოთ.

გიორგი ვაშაძეს რაც შეეხება,  ის არა მარტო პოპულისტურ, ცარიელ ფრაზებს ისვრის, მან  იუსტიციის სახლის იდეაც კი  მიითვისა და ის ფაქტი, რომ ეს მისი კი არა, სხვისი პროექტია, მალე გამოაშკარავდება, რადგან არსებობენ  ადამიანები ვინც ეს  პროექტი რეალურად შექმნა.

ვაშაზემ  და მისმა ოჯახის წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კი, ჯერ მოპარული ფული დააბრუნონ და მერე ესაუბრონ ხალხს,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები