„როიტერის“ ინფორმაციით, თეთრი სახლი რუსეთისთვის ახალი სანქციებს ამზადებს.
„აშშ მალე მიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ“ – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი.
„ჩვენ ვსწავლობთ საკითხს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება“, – აღნიშნა სანდერსმა.
გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა ორშაბათისთვის ახალი სანქციები გამოაცხადოს, რაც სირიაში ქიმიურ თავდასხმას უკავშირდება.
თეთრი სახლი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს
