ადვოკატი ზეწოლაზე საუბრობს – გიორგიბ შაქარშვილის საქმე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა ავტომანქანა მაგისტრალზე ფიგურირებდა, თუმცა, შემთხვევის ადგილზე არ ჩასულა და უკან, თბილისისკენ გამობრუნდა. ისინი შემთხვევის ადგილზე დარჩენილი რამდენიმე პირის წამოსაყვანად მიდიოდნენ. სხვა, არც გიორგი შაქარშვილს იცნობდნენ და არც დაბადების დღეზე ყოფილან“ – ეს განცხადება გიორგი შაქარშვილის საქმეში ფიგურანტი 5 მოწმის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მან საგამოძიებო ორგანოსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მისი მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ზეწოლა ხორციელდება. საუბარია „ტოიოტა ვითსის“ მარკის მანქანაზე, რომელშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფები იყვნენ და რომელიც 2 დღის უკან ამოიღეს და დალუქეს.

„დაახლოებით ორი თვე სრულდება ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან და შაბათს ხდება მანქანის ამოღება, დალუქეს და გადაიყვანეს. თუ რაიმე მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო ორგანოსთვის, მათთვის ეს ფაქტი ცნობილი იყო იმ დღიდანვე, რაც ჩვენება მივეცით, რომ იქ ფიგურირდებოდა და იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა „ტოიტა ვითსის“ ავტომობილი, სადაც ისხდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ამოიღეს მაშინ და რატომ მოხდა შაბათს ამოღება. თუ რაიმე ნივთმტკიცება იქნებოდა, ბუნებრივია, ეს უნდა ამოეღოთ დაუყოვნებლივ. მაშინ რომ არ ამოიღეს მანქანა, მიგვაჩნია, რომ იყო სწორი, რადგან ეს მანქანა არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, არ იყო ჩხუბის დროს, არ იყო დაბადების დღეზე. უბრალოდ, იმ პერიოდში ფიქსირდება ავტობანზე ვიდეო კამერების მიერ. ვთვლით, რომ გარკვეულწილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ვიცავ 5 ადამიანს, მოწმეებს, პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება, რომ ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საქმესთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გაანებონ თავი ასეთ მოქმედებებს“,- განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განმარტებით, ავტომობილი არანაირი მტკიცებულების მატარებელი არ არის.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ადამიანს უთხრეს, რომ ორი ადამიანია საგურამოში და არის წამოსაყვანი, წავიდნენ მანქანით და როდესაც მცხეთის მიმართულებით წავიდნენ, ადგილზეც არ მისულან, ერთ-ერთი პირი უკავშირდება „ვითსში“ მჯდომ პირს და ეუბნება, რომ ბიჭები წამოსულები არიან და აღარ უნდა წამოხვიდეთ, ჩემები ბრუნდებიან თბილისში. მათ კამერა აფიქსირებს ნატახტარში, რესტორან „იმერულ ეზოსთან“. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ამოიღეს მაშინ ავტომანქანა და რატომ მოხდა შაბათს მისი ამოღება. რეალურად, თუ რაიმე ნივთიერი მტკიცება იქნებოდა, ან რაიმე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მანქანასთან მიმართებით, ბუნებრივია, რომ ეს უნდა ამოეღოთ დაუყოვნებლივ. თუმცა მაშინ, რომ არ ამოიღეს ეს მანქანა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყოს სწორი. იმიტომ რომ ეს მანქანა არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, არ იყო ჩხუბის დროს, არ იყო დაბადების დღეზე უბრალოდ იმ პერიოდში ფიქსირდება ავტობანის ტერიტორიაზე ვიდეოკამერების მიერ“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები