სასამართლომ ექვსივე არასრუწლოვანი პატიმრობაში დატოვა

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება.  მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთია გამოაცხადა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატები დაკავებული არასრულწლოვნების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათ შორია,  6 არასრულწლოვანია.

მსგავსი თემები