„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ“ – საქართველოს პრეზიდენტი  

სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ შეიწყალებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთია გააკეთა.   

„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას. დღეს, ყველაზე მნშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მზიანი და ამ გზას არ გადავუხვევ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მსგავსი თემები