„სიკვდილის ხანდაზმულობას გამოძიება თავად წარადგენს“ – ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე შაქარაშვილის საქმეზე 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზა უკვე დაიწყო და რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა.  

„გვამური ლაქები შაქარაშვილს ზურგის არეში არ აღენიშნებოდა, გვამური ლაქები ჰქონდა გულმკერდისა და მუცლის არეში“, – აცხადებს  დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე.

ექსპერტის შეფასებით, სიკვდილის ხანდაზმულობა, ეს მომავალი ექსპერტიზის მსჯელობის საგანია და როცა ყველაფერი დასრულდება გამოძიება თავად წარადგენს ტელესივრცეში.

„გვამური ლაქების განსხვავებულ ფერს რაც შეეხება, გვამური ლაქები შაქარაშვილს ზურგის არეში არ აღენიშნებოდა, გვამური ლაქები ჰქონდა გულმკერდის, მუცლის არეში და აქ მთავრდება ამ ლაქების ლოკალიზაცია. უკანა მხარეს, რაც თქვენ ნახეთ ფოტოებზე ეს იყო ლპობითი პროცესები. ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია, რომ ზურგის არეში გიორგი შაქარაშვილს გვამური ლაქები არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება სიკვდილის ხანდაზმულობას, ეს მომავალი ექსპერტიზის მსჯელობის საგანია, რომელიც წარმოების პროცესშია და როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი, მერე გამოძიება გაიტანს ექსპერტიზას და წარადგენს ტელესივრცეში, სწორედ ამის მერე მზად ვარ, ყველა სახის განმარტება გავაკეთო,” – განაცხადა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზა ტარდება რომელშიც როგორც სამედიცინო ექსპერტები, ისე ქურურგები და სხვა პროფილის სამედიცინო პერსონალი მონაწილეობს. გამოძიებამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 14 კითხვა გაუგზავნა. რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა.  

მსგავსი თემები