„შაურიძის უკანონო პატიმრობა“ – ოჯახი პროკურატურას მიმართავს (ვიდეო)

22 წლის დაკავებული გიორგი შაურიძის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს საქმეზე შემაჯამებელი გადაწვეტილება დაუყოვნებლივ გამოიტანოს, საქმე ეხება 4 წლის წინ  მომხდარ ფაქტს, კერძოდ ყაჩაღობას, რომლის გამოც 18 წლის შაურიძე დააკავეს, ოჯახი ამტკიცებს, რომ გიორგი ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიუღია და აღნიშნულის ალიბიც არსებობს.

„დააკავეს არ არსებული ყაჩაღობისთვის, მაგრამ ესეც არ აკმარეს და დაუმატეს ქურდობა, კერძოდ თითქოს საკუთარ, დედას საკუთარი მაღაზიიდან სპორტული ტანსაცმელი მოჰპარა,“ – აცხადებს ადვოკატი.

 ოჯახი სხვა დარღვევებზეც საუბრობს, რაც საქმეში არსებობს და მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე ამბობენ, რომ მას დაკავებისას დაზიანებები მიაყენეს.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები