შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული არასწრულწლოვნების ადვოკატები მათი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ  

გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო დღეს გაიმართება. 12:00 საათისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ არასრულწლოვნებს მიიყვანენ. სასამარლომ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას უნდა გადახედოს.

ექვსი არასრულწლოვანი ბრალდებული დაახლოებით ერთი თვეა პატიმრობაში იმყოფება. გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით, საქმიდან არასრულწლოვნების ეპიზოდი ცალკე გამოიყო. დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები შუამდგომლობებს დააყენებენ და ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

„მოვითხოვ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი“ – აცხადებს ადვოკატი როსტომ კერესელიძე.

გარდაცვლილის ოჯახი კი ექვსივე პირის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. მტკიცებულებების დასაშვებობასთან ერთად, მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხსაც გადახედავს.

დაკავებულების ნაწილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 225-ე და 143-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ძალადობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები