გიორგი გახარიას შეფასებით, არ არის გამორიცხული, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო სიაში მოხვდეს.
„მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს სიაში“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში?